საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რუსი ჟურნალისტები გადაცემას ამზადებენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთიდან საქართველოს ტელეკომპანია „მამას" 7 კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია.
საოჯახო გადაცემის ჟურნალისტები 20 წუთიან სამ სიუჟეტს ამზადებენ: თბილისის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ქართული არქიტექტურის შესახებ. პრესტურის ფარგლებში ტურის მონაწილეები ეწვივნენ ყაზბეგს, ანანურს, ბორჯომს, წაღვერს, ვარძიას,ბაკურიანს, თბილისისა და მცხეთის ისტორიულ უბნებს.
ტელეკომპანია "მამას" რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
რუსეთის ფედერაციიდან 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 87 388საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.8%-ით მეტ