ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხურში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, სუიციდის დროს სახლში ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.