დღეს, 4 მარტს, 14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს მცირე და საშუალო მეწარმეებთან.
გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს.