ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოსცა. ახალ სახელმძღვანელოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მომავალი სემესტრიდან შეიტანენ.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
სახელმძღვანელო ყველასათვის უფასოა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე კი სახელმძღვანელოს ლექტრონული ვერსია არის ხელმისაწვდომი:http://gnta.ge/
„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად" წარმოადგენს პირველ გამოცემას და გამოსადეგია საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვით დაინტერესებული როგორც დამწყები, ასევე უკვე დაფუძნებული კომპანიებისთვის.