ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4713 ლარი იქნება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4778 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის კურსი მცირეოდენით გამყარდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6957 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7293 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0336 ლარი შეადგინა.