ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევანითა და ინოვაციებით გამორჩეულ კომპანია „ტექნო ბუმში“ საგაზაფხულო საჩუქრების კვირეული დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან ყველა მომხმარებელი, ვინც მსოფლიო ბრენდების სარეცხ მანქანას ან გაზქურას შეიძენს, საჩუქარს თავად შეარჩევს და სახლში სრულიად უფასოდ მტვერსასრუტს ან მულტიქუქერს წაიღებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელში წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდების ტექნიკა მთელ საქართველოში ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით მხოლოდ „ტექნო ბუმში“ იყიდება. შესაბამისად, მომხმარებელი ორმაგ სარგებელს იღებს: უახლესი მოდელის სარეცხ მანქანას ან გაზქურას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს და დამატებით საჩუქარს -მტვერსასრუტს ან მულტიქუქერს მიიღებს.
გარდა ამისა, „ტექნო ბუმში“ აქციასთან ერთად საბანკო განვადებებიც მოქმედებს.
საგაზაფხულო კვირეული „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში დღეიდან დაიწყო. იჩქარეთ, შეიძინეთ ტექნიკა დიდი ფასდაკლებით და მიიღეთ საჩუქრები თქვენი შერჩევით! საგაზაფხულო კვირეული ყველა მაღაზიაშია: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავსა და ლანჩხუთში.