ბათუმის ბულვარში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ სასეირნო ბილიკის მოპირკეთება გრძელდება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოწყობის სამუშაოები დ.თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე უკვე დასრულებულია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, დაგეგმილია წლების მანძილზე ამორტიზებული მოზაიკის შეცვლა და დეკორატიული ფილებით განახლება.
აღნიშნული სამუშაოები მარტში დასრულდება.