საქართველოს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბაკიტჟან საგინტაევი ეწვია.
საქართველოს დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში ბაკიტჟან საგინტაევმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად აჭარაში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, ბათუმის ნავთობტერმინალი და გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა. გარდა ამისა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სატრანზიტო-სატრანსპორტო საკითხებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
17 თებერვალს ყახაზეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტი თბილისში გაგრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან.