საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება აპრილ-მაისში იგეგმება.
საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
"ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს საკითხი და ალბათ სულ რამდენიმე კვირა დასჭირდება იმას, რომ ამ საკითხის გამოტანაც მოვახერხოთ იმისთვის, რომ უკვე ფაქტობრივად დაახლოებით აპრილ-მაისში ეს მექანიზმში ამოქმედდეს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთოს არაცნობადი სახეებიც. ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებულები და აუცილებლად ამ შეხვედრას ასეთი შეხვედრებიც მოჰყვება", - აღნიშნა პრემიერმა.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო "რედისონში" ხვდება.