მოსკოვი კიევს სატვირთო გადაზიდვების შეჩერებაზე პასუხობს. რუსეთის ტერიტორიაზე 200-მდე უკრაინული სატვირთო მანქანა გააჩერეს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ტვირთების ტრანზიტს 11 თებერვლიდან სამოქალაქო აქტივისტები ბლოკავენ, გუშინ კი კიევმა რუსული სატვირთო მანქანებისთვის ტრანზიტული გადაადგილება ოფიციალურად შეზღუდა. უწყების განმარტებით, რუსული მხარე იძულებულია კიევს ადეკვატური პასუხი გასცეს.