შეერთებული შტატები კვლავ ტერაქტების მოლოდინშია. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერორისტები ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაყვანას, ასევე, საკუთარ რიგებში ამერიკის მოქალაქეების გადაბირებას შეეცდებიან, თუმცა მათი მცდელობა, დასავლეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის ურთიერთობა დაძაბონ, წარუმატებელი იქნება. თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრისას, ბრენანს არ დაუზუსტებია.