„საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკის შეფერხება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ,,როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გამართავს ვიზიტებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ინვესტიციების მოსაზიდად.
„წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ და შეიძლება წელსვე“ - აცხადებს პრემიერი.
როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით.