ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და მნიშვნელოვანი ყველასთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ და იმედი მაქვს წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს ისტორიულ აბრეშუმის გზას", - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტი რამდენიმე მილიარდის ღირებულებისაა. ვინაიდან ის ძალიან რთულ გზას გადის და 800 კილომეტრზეა გადაჭიმული.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა.