ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4858 ლარი გახდება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4874 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7858 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7782 ლარს შეადგენდა.