საქართველოში რომ ქუვეიტზე მეტი გაზი აღმოაჩინა, ამ კომპანიის მიზანია ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, - ამბობს საქართველოს ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, კომპანია ცდილობს ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, დაადასტურებინოს ან დამაიმედებელი მესიჯები ათქმევინოს და შემდეგ მორიგი რაუნდი დაიწყოს ფულის შეგროვების.
”ერთხელ უკვე გაამართლა მსგავსმა ხერხმა ამ 15 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძე მიიყვანეს ტარიბანის საბადოსთან და ჭიქით ”დაალევინეს” ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს ჩაადებინა ფული შემდგომ სამუშაოებში. სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად! ჯერჯერობით, ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში არაა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ციტატის სახით შეიძლება გაავრცელონ აქციონერების მოსატყუებლად. თუმცა ზოგიერთი ტელევიზიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს ალბათ სადმე გამოიყენებენ. ჩვენ რას ვკარგავთო, იტყვიან ხოლმე. რეპუტაციას”, - აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია „Frontera Resources“-მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში“ ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.