ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა სტამბულში ესწრება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წევრი ქვეყნების ერთ-ერთი ჯგუფის (Constituency Group) შეხვედრას რომლის პოტენციურ წევრადაც განიხილება საქართველო.
აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები და ჯგუფში მონაწილე ქვეყნების მიერ აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის მართვაში მონაწილეობის ფორმები.