ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4971 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4985 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მცირედით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7206 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7159 ლარს შეადგენდა.