საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4198 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4174 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6359 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6270 ლარს შეადგენდა.