შავი ოქროს ფასი კატასტროფულ მაჩვენებლამდე დაეცა. დილის მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულებამ ბარელზე 35,12 დოლარი შეადგინა, WTI-ის მარკის ფიუჩერსების ღირებულება კი 35,05 დოლარით განისაზღვრა, რაც ბოლო 11 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.