ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4155 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4054 ლარს შეადგენდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6029 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6236 ლარს შეადგენდა.