ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4054 ლარი გახდა. სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, რომელიც 1-ელ იანვარს მოქმედებდა, ერთი დოლარის ღირებულება 2.3966 ლარს შეადგენდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6236 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა 1-ელ იანვარს მოქმედი კურსი 2.6137 ლარს შეადგენდა.