დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2016 წლის ბიუჯერი 32 მომხრე 10 წინააღმდეგით დაამტკიცა. ბიუჯეტს ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
დავით ნარმანიას შეფასებით, მისი მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და არა ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტსაც მოიცავს.
მისი თქმით, ეს არის ბიუჯეტი თბილისელებისა და თბილისის განვითარებისთვის.
"2016 წლის ბიუჯეტი აქამდე წარმოდგენილ ყველა ბიუჯეტზე უკეთესია და მასში თბილისელების ყველა პრობლემა გათვალისწინებულია", - განაცხადა ნარმანიამ.
ოპოზიცია ბიუჯეტს "თბილისის მთავრობის ჩინოვნიკებზე მორგებულს" უწოდებს, სადაც, მათი მტკიცებით, მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
ოპოზიციის შეფასებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს.