საქართველოს ეკონომიკის სამინისტრის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან წლის დასკვნითი შეხვედრა გამართა. საზეიმო მიღება წყნეთში- რესტორანChops By The River - ში გაიმართა. ღონისძიებას ძირითადად მედიის ის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები დაესწრნენ, რომლებიც ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში მედია ტურებსა და ვიდეორგოლებში მონაწილეობდნენ.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წელს ,,გაიცანი საქართველოს" ფარგლებში 7 პრეს ტური გამართა. მედიის წარმოამდგენლები სამეგრელოს, იმერეთს, რაჭას, აჭარას, სამცხე ჯავახეთს, კახეთს ეწვივნენ და ღირსშესნაობები მოინახულეს.
წლის დასკვნითი მედია ტური 25-27 დეკემბერს სვანეთში- მესტიაში გაიამართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პროექტი ,,გაიცანი საქართველო" შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამიტომ ის მომავალ წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.