აჭარაში, ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე -„მაგნოლია 2015“, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, ტურიზმის სფეროში ჩართული საუკეთესო სუბიექტები გამოავლინეს. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა აღნიშნა, გამარჯვებულებს შორის არიან პროექტ „იდუმალი სტუმრი“-ს მიერ გამოვლენილი კომპანიები, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის, ონლაინ დაჯავშნის რესურსების „BOOKING.COM” და „Trip Adviser” მომხმარებლების შეფასაბებით გამოვლენილი კომპანიები. "მაგნოლია 2015"-ზე პრიზი სულ 17 ნომინაციაში გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ წელს პირველად გაიმართა, რომლითაც საფუძველი ეყრება რეგიონში ტურიზმის სექტორში სერვისის/მომსახურების სტანდარტების ამაღლების ღონისძიებებს.
პირველი ჯილდო სიმბოლურად აჭარის რეგიონის პირველმა პირმა არჩილ ხაბაძემ გადასცა „შერვაშიძეების მარანს“, ტურისტულ ობიექტს, რომელსაც წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტში სერვისების ხარისხის კვლევა განახორციელა.
განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტის შედეგებზე დაყრდნობით 17 ნომინაციაზე წარსადგენად 25 ობიექტი შეირჩა.
წლის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებად „ბაიარტური“, „არგოტური“ და „გურტრეველი“ დასახელდნენ. საუკეთესო სასტუმროდ კი „დივან სუითი“ დასახელდა. კვლევის თანახმად წლის საუკეთესო გიდი ზურაბ ჭკუასელი გახდა, ხოლო ყველაზე ვიზიტირებადი ობიექტები „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ და „დელფინარიუმი“.
გამარჯვებულებს შორის იყვნენ პროექტ "იდუმალი სტუმარი"- ს მიერ გამოვლენილი კომპანიები, ასევე საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის, ონლაინ დაჯავშნის რესურსების "BOOKING.COM" და "Trip Adviser" მომხმარებლების შეფასაბებით გამოვლენილი კომპანიები.
ფორუმზე დასახელდა ყველაზე მეგობრული სასტუმრო, ტურსააგენტო და რესტორანი. ტურისტული სააგენტოების გამოკითხვით კი გამოვლინდა საუკეთესო სასტუმრო სახლი და პოპულარული მარშრუტი სოფლად. |“იდუმალმა სტუმარმა“ გამოავლინა ყველაზე ბრენდული სასტუმრო, საუკეთესო ვებ-გვერდისა და ინოვაციური სერვისის მქონე ობიექტები.
200-მდე სტუმარს მამუკა ბერძენიშვილმა დეპარტამენტის მიერ 2016 წელს დაგეგმილი პროექტების „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ” და “სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი" გააცნო.
"მაგნოლია 2015"-ზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის ობიექტურად გაშუქებისთვის სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა GHN-სა და PrimeNewsGeorgia-ს ჟურნალისტს მაია არაბიძეს.