გერმანია საქართველოს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს, თანხა განკუთვნილია ბათუმში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართვცელოში გერმანიის საელჩოდან აცნნობეს, საქართველომ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) - ამ უკანასკნელმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით - თბილისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 30 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ. ამ თანხით უნდა დასრულდეს ბათუმში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი გერმანიის ხელშეწყობით ხორციელდება. ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ელჩმა, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა დადებითად შეაფასა განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის განსაკუთრებით წარმატებული მაგალითია ბათუმში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც „წყლის საერთაშორისო ასოციაციამ“ უკვე ორჯერ დააჯილდოვა. „ბათუმის პროექტი ყოველთვის იყო გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტი. მას პირდაპირი და საგრძნობი სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის. ეს ერთ-ერთი პროექტია იმ მრავალი პროექტებიდან, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ბრწყინვალედ ვახორციელებთ.“ - განაცხადა ელჩმა. გერმანიის მთავრობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას 2007 წლიდან ეხმარება. პროექტის მიზანია ერთი მხრივ სასმელი წყლით ბათუმისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მუდმივი და სანდო მომარაგება და მეორე მხრივ უსაფრთხო და კონტროლირებადი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. პროექტის ორი ფაზა უკვე ინფორმაცია პრესისათვის # 17 2015 წლის 22 დეკემბრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი თელავის ქ. 20 0103 თბილისი საქართველო www.tiflis.diplo.de EMAIL info@tiflis.diplo.de TEL + 995 - 32 – 244-7 3-00 FAX + 995 - 32 – 244-7 3-64 დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს მესამე ფაზის სამუშაოები. დღეს დამტკიცებული დამატებითი თანხების ჩათვლით გერმანიის მთავრობამ ამ პორექტისთვის მთლიანობაში 140 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ევროკავშირმა კი დამატებით გამოყო 8.5 მილიონი ევრო „მეზობელ ქვეყნებში საინვესტიციო კრედიტების“ პროექტის ფარგლებში. დღემდე მიღწეული წარმატებები შთამბეჭდავია: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩაისუბანში არსებულ წყალსაცავს, აშენდა ახალი რეზერვუარები სალიბაურსა და ინჯალოში, ადლიაში აშენდა უთანამედროვესი ენერგოეფექტური გამწმენდი ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო ტუმბოებს და ბათუმის ძველ უბნებასა და შემოგარენში ჩაიდო სასმელი წყლისა და კანალიზაციის ახალი მილები. ამით პროექტის განხორციელების არეალში მოსახლეობას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. გარემოსათვის უსაფრთხო და ჰიგიენური კანალიზაცია კი იცავს შავი ზღვის ეკო-სისტემას და მინიმუმამდე ამცირებს მოსახლეობის ავადმყოფობის რისკებს. ეს ამავდროულად უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის ბათუმის სანაპიროს. სასმელი წყლის დანაკარგების შემცირება კი უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტურ გამოყენებას. დღევანდელი ხელშეკრულების ხელმოწერა უზრუნველყოფს პროექტის მეოთხე და ამით დამასრულებელ ფაზას. ეს ფაზა ითვალისწინებს ბათუმის უდიდეს ნაწილში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას და ქალაქის სხვა უბნებისა და გარშემო მუნიციპალიტეტების საკანალიზაციო სისტემასთან მიერთებას. 2018 წელს მე-4 ფაზის დასრულების შემდეგ ბათუმში 200.000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს განახლებული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემით. მეოთხე ფაზა ასევე მოიცავს მომზადებისა და ტრენინგების კომპონენტს, რომელიც 2 მილიონი ევროს ოდენობის თანხით დაფინანსდება.