2015 წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 165 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურად 6 ლარით. ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა, 146 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 5 ლარით გაიზარდა.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.