ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, ის 2016 წელს 3-პროცენტიან ზრდას ელის. გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" მესტვირიშვლმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისა და მთავრობის პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა.
”ველოდებით, რომ ზრდა დაახლოებით 3 პროცენტის ფარგლებში იქნება და მომავალ წელსაც ჩვენ 3 პროცენტიან ზრდას მოველით. თუმცა, ეროვნული ბანკისათვის უფრო მნიშვნელოვანია ზრდის პოტენციური დონიდან გადახრა. ამ შემთხვევაში ეს გადახრა უარყოფითი გვაქვს. კვლავ არის პოტენციურ დონესთან მისვლის შესაძლებლობა, ანუ 2017-ში და შემდგომ მოველით, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 2016 წელს”, - განაცხადა მესტვირიშილმა. .