კომპანია Giam group-ს „Juice Just“-ის სტანდარტული შეფუთვით წარმოებისთვის 1,2 მლნ ევროს დაფინანსება ესაჭიროება. ქობულეთში განთავსებული საწარმო Giam group-ის გენერალური დირექტორის რევაზ გოგიტიძის განმარტებით, საწარმომ მანდარინის ნატურალური წვენის - „Juice Just“-ის სერიული წარმოება უკვე დაიწყო, თუმცა წვენი ამ დროისათვის მხოლოდ 3 ლიტიანი შეფუთვით იყიდება. კომპანიის დირექტორის განმარტებით, იმისათვის, რომ საწარმომ პატარა მოცულობის შეფუთვით წვენის წარმოება შეძლოს, ამისათვის სპეციალური ხაზი ესაჭიროება, რომლის ღირებულებამც 1,2 მლნ ევროა.
კომპანიის მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-საც მიმართოს და დაფინანსება ამ გზით მოიპოვოს.
„Juice Just“-ის 3 ლიტრიანი შეფუთვა „გუდვილის“ ქსელში უკვე იყიდება.
კომპანია „Giam group“ -ის საქმიანობას არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მანდარინის კონცენტრატის წარმოება წარმოადგენს, რომელსაც მთლიანად იაპონიის, ჯოლანდიის, ისრაელის და ყოფილი სსრკ-ს ბაზრებზე ყიდის.2015 წლის სეზონზე საწარმო ყოველდღიურად დაახლოებით 200 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს იბარებს. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ წელს 15 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბაზარზე არსებული კონკურენციის ფონზე იმედი აქვს, რომ 7 ათასი ტონა მანდარინის მიღებას შეძლებს.