ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა.
"ბოლო წლებში არაერთი რთული ეკონომიკური ამოცანის წინაშე დავდექით. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურმა კრიზისებმა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის კურსზე, ექსორტზე იმოქმედა. ამ პრობლემის მიუხედავად 2014 წელს ჩვენ გვქონდა მშპ-ის 4,8 პროცენტიანი ზრდა, ხოლო ამ წლის პირველ ნახევარში 2.8 პროცენტის ზრდა.
მთავრობის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისა და წახალისების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ბოლო სამ წელში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტენდენცია განაპირობა. 2014 წლის მაჩვენებელი ყველაზე საუკეთესო იყო 2007 წლის შემდეგ. ის რომ სწორ გზას ვადგავართ და რეფორმებს საჭირო მიმართულებით ვახორციელებთ, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.