საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო TCF GEORGIA და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხნა „Giam group“-ი მოინახულა.
საწარმო TCF GEORGIA ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს “აწარმოე საქართველოში” პროექტის ხელშეწყობით, რომლის სოფლის მეურნეობის მიმართულებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.
საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია სრულად შეადგენს 2,422,350 აშშ დოლარს, აქედან 1,700,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
კომპანია ჩართული არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტში და ამ პროექტის ფარგლებში ასევე სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებების კომპონენტით, რომლის ფარგლებში კომპანიას გამოეყო 3,000,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი, ამჟამად ათვისებულია 1,500,000 ლარი.
კომპანიის საქმიანობა წარმოების რამოდენიმე ხაზს მოიცავს: სტანდარტული მანდარინის გადამუშავება, არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მისგან კონცენტრატის წარმოება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების წარმოება და შემნახველი მეურნეობა.
ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმოს შპს ,,TCF GEORGIA’’ 24 საათის განმავლობაში 100 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხება და პარაფინირებაშეუძლია. მიმდინარე წლის სეზონზე, საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 15000 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის, უკრაინის და შუა აზიის ბაზარზე იქნება ექსპორტირებული. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ხორციელდება პალეტებად შეკრულ 12-16 კილოგრამი ტევადობის ხის ანათალის, პლასტმასისა და გოფრირებული მუყაოს ყუთებში. საწარმო დღე-ღამეში 250 000 ათას ყუთს აწარმოებს. საწარმოს დაგეგმილი აქვს 5000 ტონა არასტანდარტულ მანდარინს მიღება. კომპანიას გააჩნია სამაცივრე მეურნეობაც, სადაც შესაძლებელია 3000 ტონა ციტრუსისა და სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეულის შენახვა. სამაცივრე მეურნეობა 3000 ტონა პროდუქციის შენახვაზეა გათვლილი. საწარმოს პროდუქცია გააქვს ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში, ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა დსთ-ს სხვა ქვეყნებში. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 55 ადამიანი, ხოლო სეზონურად ხდება 350-400 ადამიანის დასაქმება.
რაც შეეხება კომპანია „Giam group“ -ის საქმიანობას წარმოადგენს არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მანდარინის კონცენტრატის წარმოება. 2015 წლის სეზონზე საწარმო ყოველდღიურად იბარებს დაახლოებით 200 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს. სეზონზე დაგეგმილია 10-12 ათასი ტონა მადარინის გადამუშავება. კომპანიას პროდუქტი გააქვს ექპორტზე იაპონიაში, ისრაელში, საფრანგეთში იტალიასა და ჰოლანდიაში. კომპანიაში მუდმივად დასაქმებული 15 ადამიანი, სეზონურად საქმდება დამატებით 35 კაცი.