რუსული ვალუტის კურსი ეცემა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 71,29 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ფასი კი 77,45 რუბლით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსები რუბლის გაუფასურებას ნავთობის ფასის დაცემას უკავშირებენ. დღევანდელი მონაცემებით, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი 37,7 დოლარი ღირს.