22 დეკემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზებით, ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართება. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, „მაგნოლია 2015“-ი წელს პირველად იმართება, რითაც რეგიონში ტურიზმის სექტორში სერვისის/მომსახურების სტანდარტების ამაღლების ღონისძიებებს ეყრება საფუძველი.
უკვე ცნობილია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგები. ასევე დაგეგმილია დეპარტამენტის ახალი პროექტების „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ” და “სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის” პრეზენტაციაც.
ფორუმზე მოხდება წარმატებული კომპანიების დაჯილდოება.
„მაგნოლია 2015“-ი, 22 დეკემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“, 19:00 საათზე დაიწყება.