16 დეკემბერს, 15:00 საათზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე - რუისი –აგარას 19.5 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.