ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დღეს დასრულდება.
მინისტრმა ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება სხდომა, სადაც ნახავენ, თუ რა წინადადებები იქნა შემოტანილი პრეტენდენტების მხრიდან.
"ჩვენ გვაქვს სხდომა, სადაც ვნახავთ, თუ რა წინადადებები შემოიტანეს პრეტენდენტებმა. მეც არ მინახავს ჯერ - ჩვენ სხდომაზე გავხსნით კონვერტებს და ვნახავთ, წარმოადგინეს მათ ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია თუ ვერა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.