საქართველოს ფინასთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებული საწარმოებისთვის შეღავათები პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ შეღავათები მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს შეეხება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება რომ პირველი იანვრიდან უკვე რეალურად ამოქმედდება საგადასახადო შეღავათები საწარმოებისთვის, რომელიც ამ რეგიონებში იქნება განთავსებული. ეს შეეხება მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს. პრაქტიკულად, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600-მდე დასახლებულ პუნქტს მიენიჭება და რამდენიმე თვის შემდეგ, ეს სია გაიზრდება,