პირველად ქართულ საბანკო სივრცეში ბანკ „რესპუბლიკის“ კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, განვადების პუნქტებში საკრედიტო ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით გააფორმონ, ასევე სალაროს ნაღდი და უნაღდო ოპერაციები განახორციელონ. ამ სიახლით ბანკი „რესპუბლიკა“ დაზოგავს კლიენტების დროს, ხელს შეუწყობს საბანკო სივრცეში პროცესების ოპტიმიზაციას და როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტი, გააძლიერებს გარემოზე ზრუნვას.
ბანკის მიზანია, ახლო მომავალში ელექტრონული ხელმოწერა სხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზეც გაავრცელოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს ქართულ საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.
რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: ბანკი „რესპუბლიკა“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, რის დიდ შესაძლებლობებსაც საბანკო ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება ქმნის. მოხარული ვარ, რომ სწორედ ბანკი „რესპუბლიკაა“ პირველი ქართულ საბანკო ბაზარზე, რომელიც საგანვადებო კრედიტზე ელექტრონულ ხელმოწერას ნერგავს. ასევე, ბანკი ამ მხრივ ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრებს შორისაც ნოვატორია. ელექტრონული ხელმოწერით ეფექტურად სარგებლობისთვის „ბანკ რესპუბლიკაში“ დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას და შეუძლებელს ხდის ელექტრონული ხელმოწერის სხვა დოკუმენტებზე გამოყენებას. ასე რომ, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და მშვიდად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ფინანსები ჩვენთან ერთად“.
„სერვისების განვითარების სააგენტომ ამ ინოვაციური სერვისის შეთავაზება უკვე დაიწყო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მომსახურება კომპანიებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია. სერვისების განვითარების სააგენტო მოხარულია, რომ ამ სერვისის დანერგვის საშუალება კერძო სექტორის ისეთ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან მიეცა, როგორიც ბანკი „რესპუბლიკაა“ - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.