პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში დეპუტატების შენიშვნები გათვალისწინებულია.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეჭიაურმა განაცხადა, კომიტეტი ამ ბიუჯეტს მხარს უჭერს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში 40 მილიონ ლარზე მეტი მობილიზებული იქნა პენსიების გასაზრდელად.
„ეს თანხები მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიების გაზრდას მოხმარდება. რეგიონებში მოსახლეობის მხრიდან თხოვნა იყო, რომ ხვნა-თესვის უფასო პროგრამა გაგრძელებულიყო, რაც გათვალისწინებულ იქნა. მთავრობისდან პირობა გვაქვს მიღებული, რომ თუკი მომავალ წელს, ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება მოხდება, შეიძლება, პრიორიტეტებს მიღმა დარჩენილი სფეროები დაფინანსდეს“, - განაცხადა მეჭიაურმა.
პარლამენტმა 2016 წლის ბიუჯეტი დღეს უნდა დაამტკიცოს.