ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გადაწყვეტილება დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერთობლივად მიიღეს. ჯგუფს დაევალება გამოავლინოს ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით არსებობს და მას გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. ამავე შეხვედრაზე ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნო. ქართულ მხარეს დაგეგმილი აქვს, 2025 წლისათვის საქართველოში 11 მილიონი ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და მათი მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე უნდა მოდიოდეს.