საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიასვილი კვიპროსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილეს ალეკოს მიხაილიდისს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ. მინისტრის მოადგილემ და მისმა კვიპროსელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის სფეროში ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.