რამდენიმე წუთის წინ დატოვა მთავარი პროკურატურა ალეკო ელისაშვილმა. პატიმართა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დაკითხვაზე სამ სათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. საქმე პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევას ეხება.
საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მან გამომძიებელთან პირთა გვარები დაასახელა და ყველა ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, მოხდება კიდევ სხვა ადამიანების დაკითხვა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის.
"ჩემი აზრით უნდა დაკითხონ პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და თავდაცვის მინისტრიც", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, თუ გამოძიება არ მოინდომებს ამ ფაქტის გახსნას, ის ყველას გვარებს პირადად დაასახელებს.