12 დეკემბერს, „პორშე ცენტრი თბილისში“, გაიმართება ახალი PORSCHE 911-ის მსოფლიო პრემიერა, რომელიც გაიმართება უნიკალური შოუს ელემენტებით, გრანდიოზული გათამაშებით და დასრულდება ფურშეტით. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ შოუსთვის კომპოზიტორმა გიორგი ყანჩელმა დაწერა „Sound Composition“.
პრემიერაზე მოწვეულნი არიან ბიზნეს სფეროს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ა.შ.
PORSCHE დღეს ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს ავტოინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
PORSCHE - სწრაფი, მანევრული, ძლიერი, პრემიუმ კლასის, ელეგანტური და ექსკლუზიური სპორტქარია. ფორმა გამომდინარეობს ფუნქციიდან – PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ამ პრინციპის განხორციელებაა. ყველაზე მცირე დეტალებიც კი შექმნილია მკაფიოდ და გონივრული გადაწყვეტილებებით.
PORSCHE 911-მა გააერთიანა ყველა წინაღობა და უფრო დინამიური, უფრო მკვეთრი და მძლავრი დიზაინის მქონე ავტომობილი და უმაღლესი დონის კომფორტი შექმნა. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სრულყოფილი ავტომობილი და სწორედ ამიტომ - PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ხდება გამორჩეული.
PORSCHE 911-ის ღონისძიების პარტნიორებს წარმოადგენენ კომპანიები: Chronograph და Romain Jerome, ISI PARIS და Carolina Herrera, VARTA, SARAJISHVILI, KOPENBUR.