პარლამენტის „ნდობის ჯგუფში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი შედის.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, „ნდობის ჯგუფში“ უმრავლესობის ყოფილ ლიდერს, დავით საგანელიძეს გია ვოლსკი ჩაანაცვლებს.
პარლამენტი აღნიშნულ ჯგუფში ვოლსკის შესვლას ცნობად მიიღებს.
„ნდობის ჯგუფის“ წევრები არიან - ირაკლი სესიაშვილი, ზვიად ძიძიგური, გივი თარგამაძე.