ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ ქვეყნის საგარეო დაზვერვის - „მოსადის“ - შეფად 54 წლის იოსი კოენი, ყოფილი საკადრო მზვერავი, წარადგინა.
კოენი ამ დანიშვნამდე უსაფრთხოების საკუთხებში ეროვნული საბჭოს ხელმძრვანელად მუშაობდა. კოენი ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა. ნეთანიაღუმ კოენი სამი კანდიდატიდან შეარჩია.
როგორც პრემიერმა წარდგენისას განაცხადა, მას ძალიან გაუჭირდა, რადგანაც არჩევამ სამი ღირსეული კანდიდატიდან მოუწია.
„,მოსადი“ არის არა მხოლოდ ოპერატიული ორგანო, რომელიც დაკავებულია დაზვერვით, მას ხშირად უწევს დიპლომატიური კონტაქტების დამყარება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ურთიერთობები. „მოსადის“ ხელმძღვანელის შერჩევისას, მქონდა სამი მიზანი: „მოსადმა“ შემდგომაც უნდა უზრუნველყოს ოპერატიულ დონეზე განამტკიცოს ჩვენი უსაფრთხოება, შეძლოს კიბერსუაფრთხოებისა და წამყვანი ტექნოლოგიური პროცესების გათვალისწინებით მოქმედება და ბოლოს - „მოსადი“ შემდგომაც უნდა დარჩეს მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურებს შორის“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსოფლიოს, ერთ -ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა მრავალმხრივ ნიჭიერი და განათლებული ადამიანი.
ამავე დროს ყურადღება მახვილდება კოენის ზედმეტსახელზე - „დუგმანი“ - მანეკენი, ლამაზმანი. მეტსახელი კოენს მისი გარეგნობისა და ძვირადღირებული კოსტიუმების სიყვარულისთვის „შეურჩიეს“.
მოგვიანებით „მანეკენი“ მის ოპერატიულ სახელადაც იქცა.