"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის საკითხები განიხილეს.
"ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს მიმართ ყურადღება რაც შეიძლება მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობსი მქონე ოპოზიციური ძალა ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პარტიის ლიდერ დავით ბაქრაძის თქმით კი, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვარშავის სამიტისთვის მზადება.
"ასევე, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ს მხარდაჭერას უსაფრთხოების კუთხით; ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის შესაჩერებლად; ქართული დემოკრტიის მდგომარეობასა და შიდა პოლიტიკაზე" - განაცხადა დავით ბაქრაძე.