შავი ოქროს ფასი ეცემა. Brent-ის მარკის საწვავზე ბარელის ღირებულებამ 40,66 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის მინიმალურ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. 37,75 დოლარამდე დაეცა WTI მარკის ნავთობის ღირებულებაც. შავი ოქროს გაუფასურება პირველ რიგში რუსეთის ეკონომიკაზე აისახა. დოლარის კურსი რუსეთში 69,50 რუბლამდე გაიზარდა, ევრო კი 75,34 რუბლი ღირს.