რომან გოცირიძე ინფლაციის მაჩვენებლის სავარაუდოდ გაზრდას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს უკავშირებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიუჯეტში მთელი რიგი ხარვეზებია, რაც მისი შეფასებით, ინფლაციის ძირითადი მიზეზი იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი ინფლაცია პიკს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიაღწევს. მისი გათვლით, ფასები პროდუქტსა და მედიკამენტებზე ახალი წლის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.