ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3859 ლარი გახდა. სებ-ის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი 2.3937 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5780 ლარად იქნება შესაძლებელი. პარასკევს დადგენილი კურსი 2.5998 ლარს შეადგენდა.