საქართველოში შესაძლოა, რელოგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება გახდეს და სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა დაეკისროს.
შესაბამისი ინიციატივით ფრაქცია „ქართულ იოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი გამოდის, რომელმაც ცვლილებები - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მოამზადა.
ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით.
პროექტით, იგივე ქმედების განემროეებით ჩადენა გამოიწვევს - 600 ლარიან ჯარიმას.
ამას გარდა, ცვლილებებით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება, ან დაზიანება გამოიწვევს 500 ლარიან ჯარიმას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 1000 ლარიან ჯარიმას.