ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტის 2018 წლისთვის დასრულების შემთხვევაში, საქართველოს რუსული გაზის შეძენა არ მოუწევს.
„იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, 2018 წელს, შეგვეძლება მივიღოთ ბუნებრივი აირი დამატებით, ანუ, 2018 წელში ჩვენ არ დაგვჭირდება დამატებით ბუნებრივი აირის შესყიდვა „გაზპრომისგან“, თუმცა 10%-ს, რომელსაც ვიღებთ გატარებაში, აუცილებლად მივიღებთ. ხოლო, 2018 წლამდე, ჩვენ თუ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ ბუნებრივი აირი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ისევ და ისევ ჩვენი ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.