საქართველოს მთავრობის 27 ნოემბრის განკარგულებით, მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიის დაფინანსებისთვის, 611 500 ლარი გამოიყო.
თანხა ფინანსთა სამინისტრომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყო.